თბილისის რკინიგზის ტექნიკური სასწავლებელი
თბილისის რკინიგზის ტექნიკური სასწავლებელი — საშუალო ტექნიკური სასწავლებელი, რომელიც ამზადებდა შემდეგ სპეციალისტებს: ინჟინერთა უშუალო დამხმარეს, ტექნიკოსებს, რკინიგზის მექანიკოსებს, ელექტრიკოსებს და სხვა. დირექტორი 1918-1919 სასწავლო წელს იყო ვ. კაკაბაძე. მოსწავლეთათვის სავალდებულო იყო საზაფხულო პრაქტიკის გავლა. პრაქტიკას გადიოდნენ: სახაზინო რკინიგზის სამმართველოს მთავარ სახელოსნოში, კახეთის რკინიგზის სამმართველოს სახელოსნოში, გზატკეცილების განყოფილებაში, ტრამვაიზე, ელექტროსადგურებში, სამხედრო არსენალში და სხვა.
ლეტერატურა
რედაქტირება- ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 187.