თაჰირა თაჰიროვა
თაჰირა აქბარ ყიზი თაჰიროვა (აზერ. Tahirə Əkbər qızı Tahirova; 7 ნოემბერი, 1913, ბაირამალი, იმიერკასპიის ოლქი, რუსეთის იმპერია - 26 ოქტომბერი, 1991, ბაქო, აზერბაიჯანი) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, აზერბაიჯანის სსრ საგარეო საქმეთა მინისტრი 1959-1983 წლებში.
თაჰირა თაჰიროვა | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
---|---|
აპრილი, 1959 – ნოემბერი, 1983 | |
წინამორბედი | მაჰმუდ ალიევი |
მემკვიდრე | ელმირა გაფაროვა |
დაბადებული | 7 ნოემბერი, 1913 ბაირამლი, იმიერკასპიის ოლქი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 26 ოქტომბერი, 1991 ბაქო, აზერბაიჯანი |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
მამა | აქბარ თაჰიროვი |
დედა | სურაია თაჰიროვა |
მეუღლე | აბდულა ბაირამოვი |
შვილები | ვაჟი - რაუფ; ქალიშვილი - ელვირა |
განათლება | აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებათაჰირა თაჰიროვა დაიბადა 1913 წლის 7 ნოემბერს ბაირამალში, იმიერკასპიის ოლქში (ახლანდელი თურქმენეთი). 1929 წელს დაამთავრა ბაქოს მუშათა ფაკულტეტი, ხოლო 1935 წელს წარჩინებით დაამთავრა აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნავთობის ფაკულტეტი. 1940 წლიდან აზერბაიჯანის ნავთობის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი იყო. 1953 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო 1959 წელს დაამთავრა სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი დიპლომატიური სკოლა.
მუშაობდა შემდეგ თანამდებობებზე: 1954-1957 წწ - აზერბაიჯანის სსრ პროფკავშირების საბჭოს თავმჯდომარე; 1957-1959 წწ - აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1959-1983 წწ აზერბაიჯანის სსრ საგარეო საქმეთა მინისტრი; 1963-1968 წწ - აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
1939 წელს თაჰიროვა დაქორწინდა თანაკურსელზე, პროფესიით გეოლოგზე, აბდულა ბაირამოვზე. ამ ქორწინებიდან ქალიშვილი ელვირა და ვაჟი რაუფი შეეძინათ.
1984 წელს თაჰირა თაჰიროვა პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1991 წლის 26 ოქტომბერს. დაკრძალულია ღირსების ხეივანში ბაქოში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Женщины Азербайджана: Ханум-министр Таира Таирова - Галина Микеладзе