ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევის ვილა (აზერ. Hacı Zeynalabdin Tağıyevin villası) — ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევის საზაფხულო რეზიდენცია და აგარაკი. მეცენატმა ცხოვრების ბოლო წლები აქ გაატარა. შენობის არქიტექტორია იოსებ გოსლავსკი [1][2].

ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევის ვილა
აზერ. Hacı Zeynalabdin Tağıyevin villası
მდებარეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
არქიტექტორი იოსებ გოსლავსკი
თარიღდება 1893

თაღიევის ორსართულიანი ვილა აშენდა 1893-1895 წლებში ბაქოს მარდაქანის დასახლებაში. მოიცავდა ხუთ ჰექტარ ფართობს[3].

სახლის კარები ლითონის იყო, რომელიც შეკაზმული იყო ალმასის ფორმის გისოსებით ქვის ჩარჩოში. კარიბჭის ზედა ნაწილს ამშვენებდა ქვის ჩუქურთმები აღმოსავლური არქიტექტურის ელემენტებით და ქვისგან დამზადებული შვიდი ლომის თავით. ეზოში თავლა იყო. ორი სართული 50 ოთახისგან შედგებოდა.

აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აგარაკის ნაციონალიზაცია მოხდა. მეორე მსოფლიო ომის დროს შენობაში სამხედრო ჰოსპიტალი განთავსდა.

1955 წლიდან შენობაში ტუბერკულოზით დაავადებულთა რეაბილიტაციის სანატორიუმი ფუნქციონირებდა.

1996 წელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დავალებით თაღიევის მემკვიდრეს საფია აბდულაევა-თაღიევას შენობის ტერიტორიის ნაწილი მის სრულ მფლობელობაში დაბრუნდა. ქვის ღობე ვილას ორ ნაწილად ჰყოფს - სანატორიუმსა და თაღიევის მემკვიდრეთა აგარაკს.

ამჟამად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით შენობა გამოცხადებულია არქიტექტურულ ძეგლად[4].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება