თარჩია — ძველებური ქართული ცხენოსნური თამაში. თამაშობენ მოედანზე ან მინდორზე. წინასწარ განსაზღვრავენ თამაშისათვის განკუთვნილ დროს. ჯერ თამაშში მონაწილეობის მსურველებს იწვევენ, შემდეგ თამაშის 4-ვე მონაწილე შეჯიბრებაზე დამსწრე ქალიშვილთაგან აირჩევს მსაჯს. მსაჯი თავის მხრივ ერთ-ერთ მონაწილეს მკლავზე ან საყელოზე დაუმაგრებს ფერად მანდილს (ამ მოთამაშესაც თარჩია ჰქვია). შემდეგ მოთამაშეები დასცილდებიან მსაჯს 100 მ და მსაჯის ნიშანზე თამაში იწყება. თამაშის მიზანია დაეწიონ თარჩიას, რომელიც ყოველნაირად ცდილობს თავი დააღწიოს მდევრებს და მანდილი მსაჯს დაუბრუნოს. თუ მოთამაშემ ეს მოახერხა, გამარჯვებულად ცხადდება და მსაჯი მას იმავე მანდილით აჯილდოებს, თუ რომელიმე მოთამაშე დაეწევა თარჩიას და ჩამოართმევს მანდილს, თამაში შეწყდება, მონაწილენი მანდილის ახალ პატრონს 50 მ-ით სცილდებიან და მსაჯის ნიშანზე თარჩია კვლავ იწყება.

ლიტერატურა

რედაქტირება