თარო კლდე

მღვიმე საქართველოში, იმერეთის მხარეში

თარო კლდემღვიმე საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფ. შუქრუთში. წარმოადგენს ზედა პალეოლითის ადრინდელი საფეხურის კლდოვან ეხს. 1917 წელს აღმოაჩინა და მცირე ძიება ჩაატარა ს. კრუკოვსკიმ. მასალა პირველად შეისწავლა ს. ზამიატნინმა. ნაპოვნია ქვის მრავალნაირი იარაღი (ნუკლეუსები, მასიურ ანატკეცებზე ნაკეთები საჭრისები, საფხეკები, ზურგდაბლაგვებული და რეტუშირებული მიკროლითური ფირფიტები, მუსტიეს ხანის წვეტანები, ორმხრივ დამუშავებული იარაღი და ანატკეცები), აგრეთვე ძვლის იარაღის 2 ნატეხი. მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

თარო კლდე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი
აღმოჩენის წელი 1917

ლიტერატურა

რედაქტირება