თარგი:რჩეული სტატია/ისტორია/ახალი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ამერიკის რევოლუცია იყო მოვლენების, იდეებისა და ცვლილებათა სერია, რის შედეგადაც ჩრდილოეთ ამერიკის ცამეტი კოლონია გამოეყო ბრიტანეთის იმპერიას და შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის რევოლუციური ომი (1775-1783) რევოლუციის ერთი ნაწილი იყო, რადგან რევოლუცია დაიწყო დიდი ხნით ადრე ლექსინგტონსა და კონკორდთან პირველ გასროლამდე და გრძელდებოდა იორკთაუნთან ბრიტანლეთა დამარცხების შემდეგაც.

ამერიკის რევოლუციის ხასიათსა და მის მნიშვნელობაზე მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს. რევოლუცია დაახლოებით ფრანგებისა და ინდიელთა ომის (1754-1763) დროს დაიწყო და დასრულდა ჯორჯ ვაშინგტონის აშშ-ის პირველ პრეზიდენტად არჩევით 1789 წელს. (სრულად...)