თარგი:დღის სტატია:12-25

ქრისტეს შობა, ანდრეი რუბლიოვის ხატი
ქრისტეს შობა, ანდრეი რუბლიოვის ხატი

ქრისტესშობა (შობა)ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს (რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა).

როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო. ამ აღთქმაში ყოვლადწმინდა ქალწულის შესახებ წინასწარმეტყველებაც იყო: „თესლი დედაკაცისა დათრგუნავს თავსა გველისასა“. ჩვენი მხსნელის ყოვლადწმინდა დედის შესახებ ეს პირველი სასიხარულო უწყება ბევრჯერ განმეორდა, რათა ადამიანები მესიის მომავალი მოსვლისათვის მოემზადებინა.