თარგი:დღის სტატია:12-18
ტრებიის ბრძოლა — მეორე პუნიკური ომის ბრძოლა, სადაც კართაგენელმა მხედართმთავარმა ჰანიბალმა დაამარცხა რომის არმია ტიბერიუს სემპრონიუს ლონგუსის ხელმძღვანელობით. გაიმართა ძვ. წ. 218 წელს ჩრდილოეთ იტალიაში მდინარე ტრებიის ნაპირზე.
ძვ. წ. 218 წლის დეკემბერში კართაგენის არმია მდინარე ტრებიას მარცხენა ნაპირს მიადგა. ჰანიბალმა თავის უმცროს ძმა მაგონს დაავალა, ათასი ქვეითითა და ათასი მხედრით მდინარე ტრებიას აღმა აჰყოლოდა და მის ზემო წელზე ჩასაფრებულიყო. ნუმიდიელი ცხენოსნები კი გამოწვევის მიზნით რომელთა ბანაკს გაუსია, რომლებიც მოწინააღმდეგის ბანაკს გარს უვლიდნენ ისრების სროლითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით, დანარჩენ მეომრებს კი საომრად მზადყოფნისაკენ მოუწოდა. ლონგუსი წამოეგო ანკესს, აჰყარა არმია და ბრძოლაში ჩაბმის ბრძანება გასცა.