თარგი:დღის სტატია:12-12

კენიის დროშა
კენიის დროშა

კენია (სუაჰ. Kenya, ინგლ. Kenya), ოფიციალური სახელი — კენიის რესპუბლიკა (სუაჰ. Jamhuri ya Kenya, ინგლ. Republic of Kenya) — სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, კვეთს ეკვატორი. დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო 1963 წლის 12 დეკემბერს. შედის ერთა თანამეგობრობის შემადგენლობაში. დღეისათვის ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე უფრო დინამიურად განვითარებადია აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებს შორის. დედაქალაქია ნაირობი. უკანასკნელ წლებში, ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 38 610 097 ადამიანს. ქვეყნის ფართობია — 581 309 კმ². კენია ფლობს ველური ბუნების უზარმაზარ რეზერვებს. აქ გავრცელებულია ცხოველთა ათასობით სახეობა.