თარგი:დღის სტატია:12-1

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (ფრანგ. République Centrafricaine) – სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სუდანი და სამხრეთი სუდანი, სამხრეთიდან – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და კონგოს რესპუბლიკა, დასავლეთიდან – კამერუნი, ჩრდილოეთიდან ჩადი. ფართობი – 622 984 კმ². მოსახლეობა – 3 799 897 კაცი (2005), დედაქალაქი – ბანგი. 1958 წლის 1 დეკემბერს კოლონია უბანგი-შარმა (საფრანგეთის კოლონიურ სამფლობელო) მიიღო სახელწოდება ცენტრალური აფრიკის ავტონომიური რესპუბლიკა, რომლის პრემიერ-მინისტრი გახდა ბარტელემი ბოგანდა. ბოგანდა 1959 წლის 29 მარტს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. 1960 წლის 13 აგვისტოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.