თარგი:დღის სტატია:11-3
ირან-კონტრას სკანდალი (მეორე გავრცელებული სახელწოდებაა ირანგეიტი) — იყო პოლიტიკური სკანდალი, რომელსაც ადგილი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მმართველობის ჟამს. სკანდალი გახმაურდა 1986 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. რეიგანის მთავრობას ბრალი ედებოდათ ირანზე იარაღის საიდუმლოდ მიყიდვიდან აღებული ფულით მემარჯვენე-ექსტრემისტული „კონტრას“ დაფინანსებაში, რომელთაც უნდა დაემხოთ სანდინისტური მთავრობა ნიკარაგუაში. ერთი მხრივ ეს დაფინანსება ეწინააღმდეგებოდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დადგენილებას და მეორე მხრივ ფული უნდა გამოეყენებინათ ლიბანში ამერიკელი მძევლების განთავისუფლებისათვის.