თარგი:დღის სტატია:11-10

იმპერატორი ჰიროჰიტო
იმპერატორი ჰიროჰიტო

ჰიროჰიტო (იაპონ. 裕仁) (დ. 29 აპრილი, 1901, ტოკიო — გ. 7 იანვარი, 1989), იაპონიის 124-ე იმპერატორი. 1921-იდან მამამისის, იმპერატორ იოსიჰიტოს ავადმყოფობის გამო პრინც-რეგენტი იყო. იოსიჰიტოს გარდაცვალების შემდეგ, 1926 წლის დეკემბერს, ტახტზე ავიდა. იგი ყველაზე ხანგრძლივად მართავდა ქვეყანას. მან ბევრ ქარტეხილს გაუძლო, - დაწყებული სამხედრო ექსპანსიით, რომელიც იაპონიის დამარცხებით დამთავრდა მეორე მსოფლიო ომში და დამთავრებული ქვეყნის, როგორც ეკონომიკური ზესახელმწიფოდ გადაქცევით.