თარგი:დღის სტატია:09-7
ჰარვარდის უნივერსიტეტი (ინგლ. Harvard University) — აშშ-ის უძველესი უნივერსიტეტი კემბრიჯში (მასაჩუსეტსის შტატი), დაარსდა 1636 წელს როგორც კოლეჯი. 1636 წლიდან ეწეოდა აშშ-ში ემიგრირებული ინგლისის მინისტრის ჯ. ჰარვარდის (კოლეჯს დაუტოვა ქონების ნახევარი და მდიდარი ბიბლიოთეკა) სახელი. XIX საუკუნამდე კოლეჯი პრივილეგიური საშუალო სკოლა იყო, სადაც იღებდნენ 14 წლის ასაკის ბავშვებს. XIX საუკუნის I მეოთხედში გაფართოვდა სასწავლო დისციპლინების კურსი, შეუერთდა სამედიცინო და იურიდიული ფაკულტეტები და 1650 კოლეჯი რეორგანიზებულ იქნა და ჰარვარდის უნივერსიტეტად. XIX საუკუნის შუა წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტი კულტურულ ცენტრად იქცა. განსაკუთრებით გაითქვა სახელი უნივერსიტეტის პრეზიდენტად ამერიკელი პედაგოგის ჩ. ელიოტის ყოფნის დროს (1869-1909).