თარგი:დღის სტატია:09-13
ბაკინგემის სასახლე — ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია ლონდონში. „ბაკინგემის სასახლე“ ან შემოკლებით „სასახლე“ გახდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მიერ პრესისთვის გაკეთებული განცხადებების წყაროს სინონიმი. სასახლე სახელმწიფო ღონისძიებათა და სამეფო დღესასწაულების გამართვის ადგილია. სასახლეში ასევე ჩერდებიან ოფიციალური ვიზიტით მყოფი სხვა სახელმწიფოების მეთაურები. სასახლის წინა მოედანი ხშირად ბრიტანელთა აზრის მასობრივი გამოხატვის მთავარი სცენაა სხვადასხვა ვითარებაში.