თარგი:დღის სტატია:08-31
დაიანა, უელსის პრინცესა (ინგლ. Diana Princess of Wales, ქალიშვილობის გვარით სპენსერი; დ. 1961 წლის 1 ივლისს სანდრიგემში, ნორფოლკი — გ. 1997 წლის 31 აგვისტოს, პარიზში) — პრინც ჩარლზის პირველი ცოლი და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე. ცნობილია როგორც პრინცესა დაიანა, ლედი დაიანა ან ლედი დი.
დაიანა გრაფ სპენსერის ქალიშვილი და სპენსერ-ჩერჩილების ოჯახის წარმომადგენელი იყო, საიდანაც ჰერცოგი მელბურნი და უინსტონ ჩერჩილი იყვნენ. დაიანამ პრინცი ჩარლზი საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო, 1981 წელს კი ცოლად გაჰყვა. ერთი წლის თავზე პირველი ვაჟი — უფლისწული უილიამი შეეძინათ, 1983 წელს კი მეორე ვაჟი, ჰარი დაიბადა.