თარგი:დღის სტატია:08-10

ლეხის ბრძოლა
ლეხის ბრძოლა

ბრძოლა მდინარე ლეხზე (გერმ. Schlacht auf dem Lechfeld, უნგრ. augsburgi csata) — ბრძოლა ოტო I დიდის ჯარებსა და მომთაბარე უნგრელებს შორის.

955 წლის 10 აგვისტოს გერმანულმა ჯარებმა მეფე ოტო I დიდის მეთაურობით გაანადგურეს ცენტრალურ ევროპაში შემოჭრილი მომთაბარე-უნგრელები და სამუდამოდ შეაჩერეს მათი გამანადგურებელი შემოსევები ქრისტიანულ ქვეყნებში. ბრძოლა გაიმართა აუგსბურგთან, მდინარე ლეხზე. მეფემ შეაგროვა 10 000 მხედარი, მაგრამ რაოდენობრივად მაინც ჩამოუვარდებოდა ბარბაროსებს, თუმცა შეიარაღებით სჯობდა — მძიმე გერმანული ცხენოსანი ჯარი მსუბუქად შეიარაღებული უნგრელების წინააღმდეგ. გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, მიღწეულ იქნა დისციპლინის წყალობით. როდესაც გერმანელებს ალყა შემოარტყეს, უნგრელები ჩამოქვეითდნენ და ურმების ძარცვა დაიწყეს, რამაც ოტო I-ს ჩამოქვეითებულების განადგურების საშუალება მისცა, შემდეგ კი მათ მთავარ ურდოსაც მიაყენა დარტყმა.