თარგი:დღის სტატია:08-1

MTV-ს ლოგო
MTV-ს ლოგო

MTV, წარსულში Music Television (ქართ. მუსიკალური ტელევიზია) — ამერიკული საკაბელო სატელევიზიო ქსელი, რომელიც ნიუ-იორკიდან მაუწყებლობს. დაარსებულია 1981 წლის 1 აგვისტოს.

მისი თავდაპირველი მიზანი იყო მუსიკალური ვიდეოების მაუწყებლობა. დღეს, MTV ორიენტირებულია მრავალფეროვან მუსიკაზე, პოპ კულტურაზე, ახალგაზრდულ კულტურასა და რეალითი ჟანრის გადაცემებზე, რომლებიც მოზარდებსა და ახალგაზრდა მაყურებელზეა გათვლილი.