მთავარი მენიუს გახსნა

თარგი:დღის სტატია:07-31

ვაიმარის კონსტიტუციის თავფურცელი

გერმანიის იმპერიის კონსტიტუცია (გერმ. Verfassung des Deutschen Reichs), უფრო ცნობილი, როგორც ვაიმარის კონსტიტუცია (გერმ. Weimarer Verfassung) — გერმანიის ისტორიაში პირველი დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც მიღებულ იქნა 1919 წლის 31 ივლისს, დამტკიცდა 11 აგვისტოს და ძალაში იმავე წლის 14 აგვისტოს შევიდა. იგი აფუძნებდა ფედერაციულ რესპუბლიკას მმართველობის შერეული, საპრეზიდენტო და საპარლამენტო ფორმით. ვაიმარის კონსტიტუციის მრავალი მუხლი უცვლელად იყო აღებული მისი წინამორბედი 1848 წლის პაულსკირხეს კონსტიტუციიდან; ამ მუხლებიდან ბევრი დღემდე შემორჩა გერმანიის თანამედროვე კონსტიტუციაშიც.