თარგი:დღის სტატია:06-7
დენალი (ინგლ. Denali; ოფიციალური სახელი მაკ-კინლი 1917-2015 წლებში) — ორთავიანი მწვერვალი აშშ-ში, ალასკაში. ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალი, ალასკის ქედზე. მაკ-კინლი ანკორიჯიდან განლაგებულია ჩრდილოეთ-ჩრდილოეთ-დასავლეთით 210 კმ-ში, ფერბენკსიდან სამხრეთ-დასავლეთით 275 კმ-ში. მისი სიმაღლეა 6193 მ. 1950-იან წლებში დადგინდა მწვერვალის ოფიციალური სიმაღლე — 6194 მ. მწვერვალის სიმაღლის გაზომვების შემდგომი მონაცემები სხვადასხვაგვარი იყო. 2013 წლის სექტემბერში რადარული ტექნოლოგიების მეშვეობით დადგინდა მაკ-კინლის ახალი სიმაღლე — 6168 მ. თუმცა ეს გაზომვა არაოფიციალურად დარჩა. მაკ-კინლი დედამიწის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ორთავა ექვსიათასიანი პიკია, რომელიც გამოირჩევა ძალზე მკაცრი კლიმატური პირობებით.