თარგი:დღის სტატია:05-9

ნელსონ მანდელა
ნელსონ მანდელა

ნელსონ მანდელა (სრულად როლიჰლაჰლა დალიბუნგა მანდელა Rolihlahla Dalibhunga Mandela; დ. 18 ივლისი, 1918, მვეცო, ტრანსკაი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — გ. 5 დეკემბერი, 2013, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — ანტიაპართეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.

პრეზიდენტობამდე იყო ანტიაპერტეიდის მოძრაობის აქტივისტი და აფრიკის ნაციონალური კონგრესის (ანკ) ლიდერი. მანდელამ ციხეში გაატარა 27 წელი საბოტაჟისათვის მას შემდეგ რაც ანკ-ის იატაკქვეშეთში გადავიდა და შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო. ციხეში გატარებული 27 წლის განმავლობაში მანდელა გახდა ანტიაპერტეიდის მოძრაობის და ზოგადად რასული თანასწორობისათვის ბრძოლის სიმბოლო როგორც სამხრეთ აფრიკაში ასევე მის საზღვრებს გარეთ.