თარგი:დღის სტატია:05-6

შავი პენი
შავი პენი

შავი პენი (ინგლ. Penny Black) — მსოფლიოში პირველი საფოსტო მარკა, რომელიც გამოსცა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ 1840 წლის 1 მაისს. მარკის შავ–თეთრ ნახატზე გამოსახულია დედოფალი ვიქტორია, მისი ღირებულება იყო 1 პენი. სწორედ შავი ნახატისა და ერთი პენის ღირებულების გამო ეწოდა ამ ლეგენდარულ მარკას „შავი პენის“ სახელი. მარკა მიმოქცევაში გამოვიდა არაოფიცილაურად 2 მაისს, ლონდონში, ხოლო 6 მაისიდან ცირკულირებდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის ტერიტორიაზე. მარკის გამოშვებიდან რამდენიმე დღეში გამოვიდა მეორე მარკაც – „ლურჯი პენი“ (ინგლ. Two Pence Blue) ლურჯ ფერში შესრულებული დედოფალ ვიქტორიას პორტრეტით და 2 პენსის ღირებულებით.