თარგი:დღის სტატია:05-15
McDonald's — სწრაფი კვების რესტორების უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში. მისი ცენტრალური ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში. კომპანია 1940 წელს დაარსეს ძმებმა დიკ და მაკ მაკდონალდებმა. პირველი რესტორანი გაიხსნა სან-ბერნარდინოში (კალიფორნია).
1954 წელს, რეი კროკმა ძმები მაკდონალდებისაგან შეიძინა ფრანჩაიზინგის ექსკლუზიური აგენტის უფლება. 1955 წელს კროკმა გახსნა McDonald’s-ის პირველი რესტორანი ქალაქ დეს-პლეინზში, ილინოისის შტატში. დღეს ეს რესტორანი კორპორაციის მუზეუმია. 1955 წელს კროკმა დაარეგისტრირა კომპანია McDonald’s System, Inc, ხოლო 1960 წელს მას ეწოდა McDonald’s Corporation McDonald’s Corporation. 1961 წელს კროკმა შეიძინა კომპანიის მართვის ყველა უფლება.