თარგი:დღის სტატია:05-12

გერმანიის რუკა
გერმანიის რუკა

ბერლინის ბლოკადა (21 ივნისი, 194811 მაისი, 1949) — ცივი ომის ერთ–ერთი პირველი კრიზისი. დაიწყო საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ დასავლეთ ბერლინსა (რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში მდებარეობდა) და მოკავშირეთა მიერ კონტროლირებული გერმანიის ტერიტორიებს შორის კავშირის გადაკეტვით. ბლოკადა თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა და მხოლოდ მაშინ მოიხსნა, როდესაც აშშ-მ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაამტკიცეს, რომ შესაძლებელი იყო ქალაქის მომარაგება საჰაერო გზით.