თარგი:დღის სტატია:04-16
სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (ინგლ. Sir Charles Spencer Chaplin Jr.; დ. 16 აპრილი, 1889 — გ. 25 დეკემბერი, 1977), უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. იგი გახდა ყველაზე ცნობილ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი პოპულარული პირველ მსოფლიო ომამდე. ჩაპლინი იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზირებულ მსახიობურ ხერხებს. იგი აგრეთვე წარმატებით შევიდა ხმოვანი ფილმების ეპოქაში. ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია მაწანწალა, რომელიც მან პირველად განასახიერა „კისტოუნის“ ფილმში „საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში“, 1914 წელს.