თარგი:დღის სტატია:04-14

რომის იმპერია 69 წელს
რომის იმპერია 69 წელს

ბედრიაკუმის ბრძოლა — ბრძოლა იმპერატორ ოტონსა და ტახტის პრეტენდენტ ვიტელიუსს შორის, გაიმართა ოთხი იმპერატორის პერიოდში, სოფელ ბედრიაკუმის მახლობლად (თანამედროვე კალვატონე), დაახლოებით 35 კილომეტრში ქალაქ კრემონადან, ჩრდილოეთ იტალიაში. ფაქტობრივად, ბრძოლა მოხდა ბედრიაკუმსა და კრემონას შორის, ამიტომ ზოგჯერ ამ ბრძოლას კრემონის ბრძოლასაც უწოდებენ.

69 წლის 15 იანვარს პრეტორიანელების გვარდიამ მოკლა იმპერატორი გალბა და მის შემცვლელად გამოაცხადა ოტონი. ორი კვირით ადრე ქვემო გერმანიის მმართველი ვიტელიუსი თავისმა არმიამ იმპერატორად გამოაცხადა (თუმცა ამ პროვინციის შორს მდებარეობის გამო აღნიშნული ინფორმაცია დაგვიანებით მოვიდა რომში) და თავისი არმიით დაიძრა დედაქალაქისკენ.