ბედრიაკუმის ბრძოლა

ბედრიაკუმის ბრძოლა
ოთხი იმპერატორის წლის ნაწილი

რომის იმპერია ნერონის გარდაცვალების შემდეგ
თარიღი 14 აპრილი, 69
მდებარეობა იტალია
შედეგი ვიტელიუსის მომხრეების გამარჯვება
მხარეები
ოტონის ჯარი ვიტელიუსის ჯარი
მეთაურები
ლუციუს სალვიუს ტიციანუსი აულუს ცეცინა ალიენუსი
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია

ბედრიაკუმის ბრძოლა — ბრძოლა იმპერატორ ოტონსა და ტახტის პრეტენდენტ ვიტელიუსს შორის, გაიმართა ოთხი იმპერატორის პერიოდში, სოფელ ბედრიაკუმის მახლობლად (თანამედროვე კალვატონე), დაახლოებით 35 კილომეტრში ქალაქ კრემონადან, ჩრდილოეთ იტალიაში. ფაქტობრივად, ბრძოლა მოხდა ბედრიაკუმსა და კრემონას შორის, ამიტომ ზოგჯერ ამ ბრძოლას კრემონის ბრძოლასაც უწოდებენ.

69 წლის 15 იანვარს პრეტორიანელების გვარდიამ მოკლა იმპერატორი გალბა და მის შემცვლელად გამოაცხადა ოტონი. ორი კვირით ადრე ქვემო გერმანიის მმართველი ვიტელიუსი თავისმა არმიამ იმპერატორად გამოაცხადა (თუმცა ამ პროვინციის შორს მდებარეობის გამო აღნიშნული ინფორმაცია დაგვიანებით მოვიდა რომში) და თავისი არმიით დაიძრა დედაქალაქისკენ.

ვიტელიუსის არმია გაიყო ორ ნაწილად პირველს მეთაურობდა აულუს ცეცინა ალიენუსი, მეორეს ფაბიუს ვალენტიუსი. ალიენუსის არმიამ გადალახა ალპები და დაიწყო წინსვლა ჩრდილოეთ იტალიაში. იგი შეტევაზე გადავიდა პლაცენციაში, თუმცა მოიგერია ოტონის ერთგულმა გარნიზონებმა, ალიენუსმა კრემონისკენ დაიხია.

14 მარტს ოტონი გამოვიდა რომიდან და ჩრდილოეთ იტალიაში რამდენიმე ლეგიონით ვიტელიუსის არმიის შესახვედრად გაემართა. რომში მან დატოვა თავისი ძმა ლუციუს სალვიუს ტიციანუსი. მის არმიაში იმყოფებოდა ცნობილი მხედართმთავარი გაიუს სვეტონიუს პაულინუსი, თუმცა იმპერატორმა გადაწყვიტა რომიდდან გამოეხმო თავისი ძმა და ის ჩაეყენებინა არმიის სათავეში.

ტიციანუსის ჩამოსვლამდე გაიმართა რამდენიმე მცირე შეტაკება, რომელშიც ოტონის ჯარებმა გაიმარჯვეს. ალიენუსმა კვლავ კრემონისკენ დაიხია სადაც შეუერთდა ვიტელიუსის ძალებიც. ამასობაში ოტონის ჯარებს სათავეში ჩაუდგა ტიციანუსი. გადაწყდა ვიტელიუსის არმიას შეხვედროდნენ კრემონასთან. ბრძოლა გაიმართა 14 აპრილს. მთავარი შეტაკება გაიმართა ოტონის I და ვიტელიუსის XXI ლეგიონებს შორის. ამ ბრძოლაში დაიღუპა დაახლოებით 40 000 მებრძოლი, ბრძოლაში ოტონის არმია დამარცხდა. დამარცხების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ბრიკსელუმში მომლოდინე ოტონმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • The Encyclopedia Of Military History: From 3500 B.C. To The Present. (2nd Revised Edition 1986), R. Ernest Dupuy, and Trevor N. Dupuy. pp. 127-128
  • P.A.L. Greenhalgh The Year of the Four Emperors (Weidenfeld and Nicolson,1975)
  • Michael Grant The twelve Caesars (Weidenfeld and Nicolson,1975)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება