თარგი:დღის სტატია:03-30
ალასკა — შტატი აშშ-ში. მდებარეობს წყნარი ოკეანის რეგიონში. სახელი ინუიტების ენაზე „კონტინენტს“ ნიშნავს. 1741 წელს აღმოაჩინა კაპიტანმა ვიტუს ბერინგმა. 1744 წელს რუსეთის კოლონია გახდა. 1845 წელს ალასკაზე 1838 ათასი კაცი ცხოვრობდა, მათ შორის 640 ეროვნებით რუსი იყო. 1867 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 7,2 მილიონ დოლარად ოფიციალურად იყიდა რუსეთისგან. 1884 წლიდან ოლქის სტატუსი ჰქონდა, 1912 წელს ტერიტორიის, ხოლო 1958 წელს კი აშშ-ს შტატის სტატუსი მიიღო. ალასკის ფართობი 1,477 ათასი კვადრატული კილომეტრია. განლაგებულია ალასკის ნახევარკუნძულზე და ალეუტის კუნძულებზე. აქ მდებარეობს ამერიკის უმაღლესი მწვერვალი მაკ-კინლი (6.194 მეტრი). მოსახლეობა – 651 ათასი კაცია, აქედან ქალაქის მოსახლეობა 64,5 %-ს შეადგენს. მისი დედაქალაქია ჯუნო.