თარგი:დღის სტატია:03-2

მირზა გელოვანი
მირზა გელოვანი

მირზა გელოვანი (დ. 2 მარტი, 1917, სოფ. ნაქალაქარი, ახლანდელი თიანეთის რაიონი ― გ. ივლისი, 1944, ვიტებსკის ოლქი, ბელორუსიის სსრ) — ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975, სიკვდილის შემდეგ).

მირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს სოფელ ნაქალაქარში (ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტი). 1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა „ფედერაციაში“, „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა „ჩვენს თაობაში“ და სხვა ჟურნალ გაზეთებში.