თარგი:დღის სტატია:02-25

საბჭოთა ოკუპაციის დღე — აღინიშნება საქართველოში ყოველი წლის 25 თებერვალს 2011 წლიდან. 1921 წლის 15 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის ნაწილები შეიჭრა, დაიწყო საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომი. 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. საქართველოს პარლამენტმა კანონი „საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ“ მიიღო 2010 წლის 21 ივლისს. ოკუპაციის დღე პირველად აღინიშნა 2011 წლის 25 თებერვალს. ამ დღეს საქართველოში დაეშვება ყველა სახელმწიფო დროშა და ცხადდება წუთიერი დუმილი.