თარგი:დღის სტატია:02-18

პლუტონი
პლუტონი

პლუტონი (Pluto) — მზის სისტემის ჯუჯა პლანეტა. 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 26-ე ასამბლეაზე კენჭისყრით პლუტონი ჯუჯა პლანეტის სტატუსზე ჩამოქვეითდა. ამით ამავე ასოციაციის 1930 წლის გადაწყვეტილება გაუქმდა პლუტონის მზის სისტემის მე-9 პლანეტად ცნობის შესახებ. მაშინდელი მონაცემებით პლუტონი ბევრად უფრო დიდი ეგონათ, ვიდრე ეს შემდგომ გაირკვა. პლუტონის ზედაპირის ფართობია 1,6697·107 კმ².