თარგი:დღის სტატია:02-16

კიოტოს პროტოკოლის პარტიები
კიოტოს პროტოკოლის პარტიები

კიოტოს ოქმი ან კიოტოს პროტოკოლიგაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო–კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში დადებულ დამატებით საერთაშორისო შეთანხმება.

კონვენციისგან განსხვავებით კიოტოს ოქმი ქვეყნებისთვის სათბურის აირების ატმოსფეროში გაფრქვევის კონკრეტულ (თითოეული ქვეყნისთვის განსხვავებულ) ზღვრებს (ლიმიტებს, ქვოტებს) ადგენს. ქვეყნებს ეძლევათ უფლება გაფრქვევათა შემცირების ნაწილი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეასრულონ, ანუ, ფაქტობრივად ქვოტებით ივაჭრონ.