თარგი:დღის სტატია:01-10
ლონდონის მეტროპოლიტენი (ინგლ. London Underground ან Tube) — მიწისქვეშა და მიწისზედა მეტროპოლიტენის ხაზების სისტემა ლონდონში (დიდი ბრიტანეთი); უძველესი და ერთ-ერთი უმსხვილესი მსოფლიოში. გაიხსნა 1863 წლის 10 იანვარს. ამჟამად მოიცავს 270 სადგურს, ხაზების საერთო სიგრძეა 402 კილომეტრი. ზოგიერთი ძველი სადგური და ხაზი ამჟამად დახურულია. 2007 წელს სისტემა მილიარდ მგზავრს მოემსახურა.