თარგი:დღის მოვლენები:04-8

კარაკალა
კარაკალა
  • 217 : რომის იმპერატორი კარაკალა (სურათზე) მოკლეს.
  • 1093 : არქიეპისკოპოსმა ვალკელინმა ინგლისში უდიდესი ვინჩესტერის საკათედრო ტაძარი აკურთხა.
  • 1341 : იტალიელმა მკვლევარმა და პოეტმა პეტრარკამ საზეიმო ცერემონიაზე რომში პოეტი ლაურეატის ტიტული მიიღო.
  • 1820 : ეგეოსის ზღვის კუნძულ მილოსზე ვენერა მილოსელის ქანდაკება აღმოაჩინეს.
  • 1867 : პარიზში პირველი მსოფლიო ექსპოზიცია გაიხსნა.
  • 1904 : ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს „გულისხმიერ შეთანხმებას“ (Entente cordiale) მშვიდობიანი თანაარსებობის შესახებ.
  • 1929 : ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობა: ინდოელმა რევოლუციონერმა ბაგატ სინგმა დელის ცენტრალური ასამბლეა ააფეთქა.