თარგი:დღის მოვლენები:04-11

ბათუ ყაენი
ბათუ ყაენი
  • 1241 : მონღოლების შემოსევა ევროპაში: მონღოლები ბათუ ყაენისა (სურათზე) და სუბუდაის ხელმძღვანელობით ანადგურებენ უნგრელთა არმიას მოჰის ბრძოლაში მდინარე საჟოსთან.
  • 1713 : უტრეხტის ხელშეკრულების მთავარ შეთანხმებებს მოეწერა ხელი, რამაც ხელი შეუწყო ესპანეთისგან გამოყოფისთვის ომის დასრულებას.
  • 1868 : სიოგუნის ინსტიტუტი გააუქმეს იაპონიაში.
  • 1899 : ესპანეთმა პუერტო რიკო აშშ-ს დაუთმო.
  • 1945 : ამერიკულმა ჯარებმა ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლეს ვაიმართან, გერმანიაში.
  • 2002 : სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ვენესუელის შეიარაღებული ძალების წევრებმა პრეზიდენტი უგო ჩავესი შეიპყრეს და გადადგომა მოსთხოვეს.
  • 2006 : ირანმა ურანის გამდიდრება მოახერხა.