თარგის განხილვა:საქართველოს არჩევნები
ტერმინების შესახებ: საკანონმდებლო არჩევნები რა ტერმინია? ან საკანონმდებლო ორგანოს არცევნები უნდა იყოს, ან საპარლამენტო არცევნები. ეს უკანასკნელი უფრო მარტივია აღსაქმელადაც და მოსაძებნადაც. მეორეც: რეფერენდუმი 2008 წელს არ ცატარებულა. ეს იყო პლებისციტი. განსხვავება ძალაშია. რეფერენდუმი შესასრულებლად სავალდებულოა. პლებისციტს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. წყარო პლებისციტის შესახებ: http://cec.gov.ge/?que=geo/archive/presidential-2008&info=4608. საპარლამენტო არცევნები: http://cec.gov.ge/?que=geo/elections-2008&info=4048 --გრიგოლ 06:53, 23 ივნისი 2009 (UTC)
- მეც ასევე ვფიქრობ როგორც გრიგოლი. აგრეთვე საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები - მომავალში ამ ორი სტატიის გადამისამართება მოხდეს.-ცანგალა (გ) 10:29, 23 ივნისი 2009 (UTC)
იქიდან გამომდინარე, რომ 1918-21 წლებში არსებულ საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტი არ ერქვა უფრო მართებული იქნება საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები--დათო_დათო 08:49, 24 ივნისი 2009 (UTC)
რეფერენდუმი - პლებისციტი
რედაქტირებაეს ორი ერთმანეთისაგან განსხვავდება, როგორც ზემოთ გრიგოლმა თქვა. რეფერენდუმი არის ხალხის გამოკითხვა გადაწყვეტილების საბოლოოდ მისაღებად, ხოლო პლებისციტი არის ხალხის გამოკითხვა მოსახლეობის ან მათი ნაწილის აზრის გაზაგებად (იხ. საქართველოს კანონი „რეფერენდუმის შესახებ“, 1-ლი და მე-8¹ მუხლები). აქედან გამომდინარე, შეცდომაა, რომ თარგში 2008 წლის პლებისციტი (ან პლებისციტები /თუმცა ორი იყო? მგონი ერთი იყო ორი კითხვით.../) რეფერენდუმებადაა მიჩნეული. გვაქვს ორი ვარიანტი: 1. იქ, სადაც ახლა წერია რეფერენდუმები, დავწეროთ რეფერენდუმები და პლებისციტები; 2. დავამატოთ ახალი განყოფილება პლებისციტები. მე მეორე ვარიანტი უფრო გამართლებული მგონია. Deu. 17:55, 7 მარტი 2012 (UTC)