თარგის განხილვა:საეკლესიო წოდებები
აქ არსებული საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი შეუსაბამოა. საეკლესიო წოდებები მოიცავს არა მარტო ქართულ ეკლესიას არამედ საერთოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას. — ნიკა (გ) 15:52, 19 სექტემბერი 2010 (UTC)
- გასაგებია, ნიკა. ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ აბა რა ჩავსვა? მინდა, რომ ლამაზად ჩანდეს, რაღაც შეუვსებელია სურათის გარეშე, მარჯვენა მხარე. :| - GIO---->>13 განხილვაწვლილი 16:11, 19 სექტემბერი 2010 (UTC)
- გაკეთდა - მადლობა Gaeser-ს. :) - GIO---->>13 განხილვაწვლილი 16:31, 19 სექტემბერი 2010 (UTC)
წყარო
რედაქტირებაამ თარგის შინაარსის წყარო მაინტერესებს. ეს ყველაფერი, ჩემი წყაროებით, განსხვავებულია, ცოტა განსხვავებულია. Deu. 06:56, 5 აგვისტო 2013 (UTC)
- დავით, კონკრეტულად რომლები არ შეესაბამება?.. შესაძლოა იყოს ცდომილებები... დაწერე კონკრეტულად რომლები და ერთად გავასწოროთ. :) — GIO→13 11:16, 11 აგვისტო 2013 (UTC)
ახლა შევამჩნიე - წმ. ნინოს ჯვარი რომ აქვს გვერდით - აქ მხოლოდ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღებული წოდებებია მოცემული თუ ზოგადად? თუ ზოგადად, მაშინ ეს ჯვარი გაფორმების სახით აღარ იქნება აქტუალური. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:25, 11 აგვისტო 2013 (UTC)
- როგორ გითხრა, გიო, ერთი-ორი უხეში შეცდომაა. საეპისკოპოსო ხარისხთა ჩამონათვალისას ქორეპისკოპოსი და კათოლიკოსი ცოტა ზედმეტია. ბერი არც შავი სამღვდელობის წევრია და არც დიაკონია მითუმეტეს. ბერი საერო პირებშია გადასატანი ამ დაყოფით...
- ჰენრი, მართალი ხარ, ეს ზოგადქრისტიანული დაყოფაა (თუმცა ნინოც ზოგადქრისტიანული წმინდანია , მაგრამ მაინც ქართველებთან უფრო დაკავშირებული). Deu. 05:44, 19 აგვისტო 2013 (UTC)
- გასაგებია, დავით. ვიცი რასაც ამბობ და გეთანხხმები, უბრალოდ მაშინ სხვანაირად ვერ მოვიფიქრე როგორ დამელაგებინა... კი, ბერი რა თქმა უნდა იურიდიულადაც ერისკაცის ტოლია, უხეშად რომ ვთქვათ... ვიმედოვნებ მიხედავ ამ თარგს და არ იფიქრო რომ მე არ მაინტერესებს... უბრალოდ დროის არ ქონის გამო... — GIO→13 19:49, 23 აგვისტო 2013 (UTC)
ეს საინტერესოა
რედაქტირებააღნიშნული თარგი მგონი უფრო მართლმადიდებლობაზეა გათვლილი და შესაბამისად მისი სათაური — „საეკლესიო წოდება“ ვერ პასუხობს და ალბათ ვერ უპასუხებს ამ ფორმატში მის სახელწოდებას სათანადოდ. თუ არ დაკონკრეტდება ანუ თუ არ შეიქმნება ცალკე თარგი მართლმადიდებლობისათვის, მაშინ ამ თარგის ძაან დამუშავება მოგვიწევს. ამის გარდა შავ სამღვდელოებაშია დიდი და პატარა სქემა, ბერი რომაა ეგაა ან დიდი სქემის ან პატარა სქემის მატარებლები. ჩვენთან თითქმის ყველა პატარა სქემისანი არიან. დიდ სქემოსნებს სქიმონაზონებს ეძახიან, შესაბამისად, სქიარქიმანდრიტი და სხვები. თეთრს სამღვდელოებაში კი არის მღვდელის ისეთი ფორმა რომლის დროსაც მიეკუთვნება თეთრ სამღვდელოებას მაგრამ არ ყავს ცოლი, მათ — „ცელებატებს“ ეძახიან.
არსებობს ბევრი ეკლესია რომელთაც თავიანთი ტიტულები გააჩნიათ და არვიცი მათი გათვალისწინება რა ფორმით მოხდება. ავიღოთ იეღოვას მოწმეები, ეგეც გასარკვევია რამდენად არიან ეგ ქრისტიანები და რამდენად უნდა ჩავსვათ მათი ტიტუები აქ. მოკლედ წინ ბევრი სამუშაოა!--Surprizi განხილვაწვლილი 06:51, 4 იანვარი 2016 (UTC)
- ზოგადად, როცა საუბარია საეკლესიო ხარისხებზე (წოდებებზე), იგულისხმება მხოლოდ სამოციქულო ტრადიციის ეკლესიები (მართლმადიდებელი ეკლესია, რომის კათოლიკური ეკლესია, აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესიები, მათ შორის სომხური, კოპტური, სირიული და სხვ.), სხვა ეკლესიებში უბრალოდ ხარისხები არ არსებობს (მაგ. პროტესტანტებს არ აქვთ სასულიერო ხარისხები და წოდებები, მათ აქვთ მხოლოდ თანამდებობები). რაც შეეხება სამოციქულო ეკლესიებს, ყველა მათგანისთვის ხარისხები და წოდებები საერთოამ, ძალიან მცირე სხვაობებით. შეგვიძლია ეს მცირე სხვაობები დავამატოთ და მორჩება პრობლემაც.
- რაც შეეხება სქემარქიმანდრიტს, სქემმონაზონს და სქემდიაკონს (ასეა სწორი ფორმა)... ვერ გავიგე რას ამბობთ :).
- პ. ს. თარგის სახელწოდება უნდა იყოს ხარისხები და წოდებები. Deu. 12:30, 4 იანვარი 2016 (UTC)
- თარგში გარკვეულ საკითხებს დავაზუსტებ, წყაროსაც მივუთითებ. Deu. 12:31, 4 იანვარი 2016 (UTC)
ხო არა საჩქარო არაა. ისე საინტერესო რამეა, როგორ უნდა დაიწეროს ეს თაგი რომ უკმაყოფილება და გაურკვევლობა არ გამოიწვიოს სხვა დასხვა ეკლესიის მიმდევრებში?!--Surprizi განხილვაწვლილი 12:56, 4 იანვარი 2016 (UTC)
- როგორც ახლაა. ცოტას კიდევ შევცვლი. Deu. 13:15, 4 იანვარი 2016 (UTC)
- შეტანილი ცვლილებების წყარო: დ. ჩიკვაიძე, მართლმადიდებლური საეკლესიო სამართალი, თბ. 2015, გვ. 73 და შემდგომნი. Deu. 13:16, 4 იანვარი 2016 (UTC)
თარგის სახელწოდება შესაცვლელია
რედაქტირებავფიქრობ თარგის სახელწოდება ვერ პასუხობს და ვერც უპასუხებს თავის დედააზრს! იმიტომ რომ აღნიშული წარმოადგენს მართლმადიდებლურ სამყაროს და ვერც ვერასოდეს ვერ იქნება უნივერსალური და ვერ იტვირთავს "საეკელსიო წოდებების" ჯვარს. ვფიქრობ რომ სახელი უნდა შეეცვალოს და უნდა ჰქონდეს ისეთი როგორიც რუსულ ვიკიპედიაშია! სახელწოდებაში მართლმადიდებლობა უნდა იყოს!Surprizi განხილვაწვლილი 14:51, 30 აპრილი 2017 (UTC)
თარგი
რედაქტირებაიდეაში, თარგი შესაცვლელია. იღუმენი/იღუმენია ესაა მონასტრის (მამების/დედების) წინამძღვარი. ის არაა გამოკვეთილად დიაკვანი, მღვდელი ან არქიმანდრიტის ხარისხის მატარებელი. ესაა მონასტერში სულიერი წინამძღვარი და მოძღვარი, რომელსაც მონასტრის წევრები ირჩევენ ან შესაძლოა ეპარქიის მღვდელმთავარმაც დანიშნოს.--Surprizi განხილვაწვლილი 06:32, 13 სექტემბერი 2021 (UTC)