თარგის განხილვა:ინფოდაფა შენობა
ბოლო კომენტარი: 9 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო თემაში განახლება
განახლება
რედაქტირებაგანვაახლე თარგი.
შევცვალე დიზაინი. მონაცემების უმეტესობა გავაჯგუფე თავებად.
დავამატე რამდენიმე მონაცემი. მათ შორის:
- ლოგო
- რეკორდული სიმაღლე (როდის დაამყარა სენობამ სიმაღლის რეკორდი)
- ოპერატორი
- ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრობა
- მშენებლობის დროს გამოყენებული მასალა
- დეველოპერი
ასევე, მონაცემ "მფლობელს" აღარ გადმოაქვს ინფორმაცია Wikidata დან, რადგან ამ შემთხვევაში თარგში ჯდება გადმოუთარგმნელი, ინგლისურენოვანი ინფორმაცია. — Welaskesi (განხილვა/წვლილი) 20:04, 9 თებერვალი 2024 (UTC)
@Welaskesi: როგორც ვხედავ, თქვენი წინა ცვლილებები ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა უკუაქცია, გააუქმა. მაგრამ ახლა სხვა რამ - არსებულ სტატიებში რამე ხარვეზი ხომ არ შექმნა რომელიმე ველის ცვლილებამ? ცვლილებები დატესტილია? --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 20:19, 9 თებერვალი 2024 (UTC)
- @L H R B S20: დიახ, ასეა. გაუქმების დროს ადმინისტრატორმა მიმითითა არ შემეცვალა თარგი ახსნა-განმარტების გარეშე.
რაც შეეხება ხარვეზებს. გადავხედე გვერდებს, რომლებიც ამ თარგს შეიცავენ. ვერ ვხედავ რაიმე ვიზუალურ ხარვეზს რომელიმე გვერძე. რედაქტირების დროსაც არ მიჩვენებს შეტყობინებას ხარვეზის არსებობის შესახებ. — Welaskesi (განხილვა/წვლილი) 20:37, 9 თებერვალი 2024 (UTC)
- @Welaskesi: შესანიშნავია, ამ ცვლილების შეტანა აუცილებელი იყო. მეც ჩავასწორე რაღაც, ვინაიდან "მონაცემები 73" მეორდებოდა --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 16:45, 10 თებერვალი 2024 (UTC)
- @Welaskesi დამატებული მონაცემები უნდა აისახოს დოკუმენტაციის გვერდზეც. გიო ოქრო 17:22, 10 თებერვალი 2024 (UTC)