ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თარანჯელოზი (ოს. Таранджелоз) — ოსურ მითოლოგიაში ნაყოფიერების მფარველი ღვთაება. საქართველოში მისი კულტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა თრუსოს ხეობის სოფლებში, სადაც იგი ხეობის მფრაველად ითვლებოდა. ასევე მამისონის ხეობის სოფელ თიბში და დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ერმანში. თრუსოს ხეობაში სოფელ ჩეთოითიყაუსთან ახლომდებარე მაღალ მთაზე დავანებული იყო თარანჯელოზის სახელობის სალოცავი, სადაც ყოველწლიურად მაისის თვეში მთელი ხეობის მოსახლეობა ღვთაების დღესასწაულს აღნიშნავდა. ტერმინისათვის ამოსავალია ქართული სიტყვა „მთავარანგელოზი“. მისი კულტის გავრცელება ოსეთში საქართველოდან მოხდა. ეს მოხდა თამარ მეფის პერიოდში. პერიოდს უკავშირდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ანთელავა ნ., კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები, თბ.: უნივერსალი, 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თარანჯელოზი“-დან