თამღამონღოლური გადასახადი თბილისში. თამღა საქალაქო სავაჭრო გამოსაღები იყო და ნავაჭრის 3%-ის ოდენობით იღებდნენ. თამღის აკრება ხშირად იჯარით გაიცემოდა. XIII საუკუნის 80-იან წლებში თბილისში გადასახადთა აკრების საქმე ხელთ იგდო მუსლიმურმა ვაჭარმა ხოჯა-აზიზმა, რის გამოც იმდენად გათავხედდა, რომ მეფის სამზარეულოსთვის შეძენილ სანოვაგეზეც კი ახდევინებდა თამღას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 491, ISBN 99928-20-32-2.
  • კიკნაძე რ., თამღა ილხანთა სა­ხელმ­წი­ფოში, {აღმოსავლური კრებული}, II, თბ., 1960

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება