თამარ ქუთათელაძე

ქართველი ექიმი, ვირუსოლოგი, ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თამარ ქუთათელაძე (დ. 17 სექტემბერი, 1955, ქუთაისი) — ქართველი ექიმი, ვირუსოლოგი, ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენური ფაკულტეტი.

1979 წელს იყო საქართველოს შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის ექიმი–ვირუსოლოგი. 1995 წლიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოლიომელიტისა და სხვა ინტეროვირუსების ლაბორატორიის გამგე. ავტორია 11 სამეცნიერო ნაშრომის, პოლიომიელიტის ეპიდემიოლოგიის, პოლოვირუსის მოლეკულური ბიოლოგიის პრობლემებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პოლიომიელიტინის ეპიდემიოლოგია და სპეციფიკური ვაქცინოპროფილაქტიკის იმუნოლოგიური ეფექტურობა საქართველოში“, დაიცვა 1991 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება