თამარ ვლადიმერის ასული ვაშაკიძე (დ. 8 აპრილი, 1957, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (2001).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართველური ენების სპეციალობით (1980). 1980 წლიდან მუშაობს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. 2006 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი. 1996–2006 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, შემდეგ იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ლიბერალური განათლების სკოლის ქართული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი.

ვაშაკიძის კვლევის მიმართულებებია ქართული ენის მორფოლოგიის, სინტაქსის, სემანტიკის საკითხები; მეტყველების კულტურასა და ორთოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემები; კომპიუტერული ლინგვისტიკა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ქართული სიტყვის კულტურის საკითხები : სტატიების კრებული (ავტორი) // წ. 13. - თბილისი, თსუ გამ-ბის სტ., 2013.
  • მოსწავლის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი (რედაქტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2012.
  • ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი (რედაქტორი) // წ. 1. - თბილისი, უნივერსალი, 2009.
  • ზმნის აღწერითი წარმოება ძველ ქართულში (ავტორი). - თბილისი, 1993.

ლიტერატურა

რედაქტირება