თამარ დიასამიძე (დ. დაახლ. 1531 — გ. 1585/1586) — იმერეთის დედოფალი XVI საუკუნეში.

თამარ დიასამიძე (ბავშვობაში ქრისტინე) იყო მესხი დიდებულის, შერმაზან დიასამიძის და მისი ცოლის, ანას შვილი. XVI საუკუნის 70-80-იანი წლების მიჯნაზე თამარმა იქორწინა იმერეთის მეფე გიორგი II-ზე და გახდა იმერეთის დედოფალი. მას ეყოლა სამი შვილი: ალექსანდრე, როსტომი და მამია. სამივე მცირეწლოვნობაში გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მიტო გელაშვილი, КНЯЗЬЯ ДИАСАМИДЗЕ, 2017 წელი.