თამარ დედოფლის მღვიმე

კარსტული მღვიმე საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქორთის მახლობლად

თამარ დედოფლის მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქორთის მახლობლად. მდებარეობს ფოცხვრევის ქედის დასავლეთ კლდოვან ფერდობზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე იწყება ვრცელი გუმბათოვანი დარბაზით, რომელსაც 8 მ სიგანის კარნიზი აქვს გადმოხურული. მღვიმის წინ ამოშენებულია 4 მ სიგანის, 0,8 მ სიმაღლის დუღაბის კედელი სამზერებითა და სარკმლით. ნაგებობიდან მარჯვნივ, 15 მეტრზე, ბუნებრივი პატარა მღვიმეა (2×12×12 მ³), რომელსაც ხელოვნური დამუშავების კვალი ეტყობა. პირველი ცნობა თამარ დედოფლის მღვიმის შე­სა­ხებ (თუმცა ლეგენდის ხასიათისა) ეკუთვნის ცნობილ ­ქართველ მოღვაწეს ივანე მაჩაბელს. XX საუკუნის 80-იან წლებში მღვიმე შეისწავლა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოექსპედიციამ.

თამარ დედოფლის მღვიმე
კოორდინატები: 42°30′40″ ჩ. გ. 43°24′44″ ა. გ. / 42.5112278° ჩ. გ. 43.4123194° ა. გ. / 42.5112278; 43.4123194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა
თამარ დედოფლის მღვიმე — საქართველო
თამარ დედოფლის მღვიმე
თამარ დედოფლის მღვიმე — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
თამარ დედოფლის მღვიმე

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 458.
  • ტატაშიძე ზ., წიქარიშვი­ლი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქარ­თვე­ლოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.