თამარ გიორგობიანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თამარ გიორგობიანი (დ. 17 სექტემბერი, 1960, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1986–1988 წლებში იყო გორის სასწრაფო დახმარების სადგურის ექიმი. 1989–1992 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის გადაუდებელი თერაპიისა და კლინიკური ტოქსიკოლოგის კათედრის ასპირანტი, შემდეგ ამავე კათედრის ასისტენტი. ავტირია 9 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებშიც ძირითადად გაშუქებულია პულმონოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის საკითხები.

1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტორული ფუნქციის ზოგიერთ მაჩვენებელთა შესწავლის მნიშვნელობა მწვავე პნევმონიით დაავადებულებში.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 69

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება