თამარ გეგეშიძე (დ. 20 ივლისი, 1959) — ქართველი ექიმი-ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

თამარ გეგეშიძე
დაბ. თარიღი 20 ივლისი, 1959 (1959-07-20) (65 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1959 წლის 20 ივლისს ქალაქ თბილისში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1984-1986 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი, 1989 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტია.

გამოცემული აქვს 17 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება ვირუსული ჰეპატიტების კლინიკურ ეპიდემიებს და დიაგნოსტიკის საკითხებსა და ნაწლავთა ინფექციებს.

არის ეპიდემიოლოგთა, იმუნოლოგთა, ინფექციონისტთა და მიკრობიოლოგთა საზოგადოებებისა და ექიმთა ასოციაციის წევრი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, გვ. 58, თბ., 2000.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება