სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თამარი (მრავალმნიშვნელოვანი).

თამარ ალასტანელიალასტანელების სამფლობელოს „დედოფალი“, „პროვინციის მეფე“ მელქისედეკის მეუღლე, რომელიც ჰოვანავანქის მონასტრის ეგვტერის წარწერაში „პატრონად“ და „დედოფლად“ იწოდება. წარწერა გაკეთებულია „ხელმწიფობაში პატრონისა დედოფლისა თამარისა“. მათი ვაჟის – გიორგის მცირეწლოვნობის გამო ალასტანელთა სამფლობელოს „დედოფალი“ თამარი განაგებს. აღნიშნული წარწერის შესწავლამდე თამარი უცნობი იყო ალასტანელთა გენეალოგიაში. ეს ეპიგრაფიკული ძეგლი მელქისედეკის შემდეგაც ადასტურებს ისტორიული სომხეთის გარკვეულ რეგიონზე ალასტანელთა მფლობელობას და მონღოლთა ხანაში სომხეთის სა­ქარ­თვე­ლოს შემადგენლობაში ორგანულად ყოფნას. რადგან ანდრონიკე „პროვინციის მეფის“ ხელმწიფობას 1340-ით ვიწყებთ, თამარის დედოფლობის ზემო საზღვრად დაახლოებით ეს პერიოდი შეიძლება ვივარაუდოთ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 461.
  • ნინიძე დ., „პროვინციის მეფეები“ XIV–XV საუკუნეების სა­ქართვე­ლო­ში, თბ., 1995