თამარი (თეიმურაზ II-ის მეუღლე)
თამარი (გ. 1746), თეიმურაზ II-ის მეუღლე (1712-იდან) — ვახტანგ VI-ის ასული. მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და დიდი ავტორიტეტიც ჰქონდა, ქართლის აჯანყების დროს აჯანყებული და სურამის ციხეში ალყაშემორტყმული გივი ამილახვარი თამარს მიენდო, რომელმაც იგი თბილისში ჩაიყვანა. დასაფლავებულია მცხეთას, სვეტიცხოვლის ეკლესიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკოფაშვილი, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 580.