თამაზ შავგულიძე
თამაზ შავგულიძე (დ. 28 თებერვალი, 1930 — გ. 9 მარტი, 1993) — ქართველი იურისტი, მეცნიერი და თანამდებობის პირი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი.
თამაზ შავგულიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 28 თებერვალი, 1930 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 9 მარტი, 1993 (63 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებათამაზ შავგულიძე დაიბადა 1930 წლის 28 თებერვალს თბილისში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1958 წელს მუშაობა დაიწყო მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის სამართლის განყოფილებაში უფროს ლაბორანტად. ამავე წელს შევიდა ასპირანტურაში, რომელიც 1961 წელს დაამთვრა. 1970 წელს დაინიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. 1978 წლიდან მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამართლის დარგში. ჩამოაყალიბა სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც იყო სიცოცხლის ბოლომდე.
1989 წლის 14 აპრილს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით შექმნილი 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიის გარემოებათა გამოსაკვლევი კომისიის თავმჯდომარედ და ხელმძღვანელად დაინიშნა.
თამაზ შავგულიძეს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო მონოგრაფია. მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა მოიცავდა სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიისა და კრიმინალური ფსიქოლოგიის სამართლებრივ პრობლემებს; მან პირველმა გამოიყენა დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორია“ სამართლებრივ ასპექტში.
სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამთავრობო კომისიის თვმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „მაცნეს“ სამართლის სერიის რედაქტორი, ჟურნალ „სამართლის“ რედკოლეგიის წევრი.
1964 წელს მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1974 წელს სადოქტორო დისერტაცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- თოდრაძე ნ., თამაზ შავგულიძე, თბ., 2005
- მისი შემოქმედებითი წვლილი საქვეყნოდ არის აღიარებული, გაზ., საქართველოს რესპუბლიკა, თბილისი, 11 მარტი, 2003, N 64 (4443), გვ. 6