თამაზ ნათიძე (დ. 31 მარტი, 1932, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1958 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი.

1958 წელს მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში". სამუშაოდ გადავიდა მოსკოვის ცენტრალურ სამეცნიერო კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში უფროსი არქიტექტორის თანამდებობაზე 1961 წლიდან. 1964 წლიდან კი მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში არქიტექტორთა ჯგუფის უფროსად, ხოლო შემდეგ განყოფილების გამგედ. დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული საქართველოს ისტორიისა და ძეგლთა დაცვის მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოში, სამმართველოს უფროსად 1978 წელს და 1988 წლიდან დაინიშნა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სადაც მუშაობდა 2005 წლამდე. შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას 1959 წლიდან, ჯერ თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, 1968 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. მუშაობდა უფროსი მასწავლებლის, ხოლო 2001 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე. მის მიერ დამუშავებულია ლექციების ციკლი დისციპლინებში: „არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები“, „საქართველოს არქიტექტურის ისტორია“, „არქიტექტურული მეცნიერება და კრიტიკა“, „ახალი ტიპის სკოლებისა და სკოლის გარეშე დაწესებულებების კომპლექსი“. ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებების კომპლექსი პირველად დაპროექტდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით. 1988 წელს არჩეულ იქნა „ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს“ წევრ-კორესპონდენტად. 1988 წლიდან კი არჩეულია იყალთოს საპატიო მოქალაქედ. არჩეულ იქნა საქართველოს იკომოსის კომიტეტის წევრად 1998 წელს. 2006 წელს კი საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად - აკადემიკოსად.

ჯილდოები რედაქტირება

  • 2007 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • 1997 - ღირსების ორდენი

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 449

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება