თამაზ კვაჭანტირაძე
თამაზ კვაჭანტირაძე (დ. 7 ივნისი, 1940, თბილისი, — გ. 15 აგვისტო, 2021) — ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი.
თამაზ კვაჭანტირაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 ივნისი, 1940 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 15 აგვისტო, 2021[1] (81 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია და რუსთაველის პრემია |
1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1963-2006 წლებში იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი. 1978-1990 წლებში ჟურნალის — „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ („ბალავარი“) რედაქტორი; 1975-1990 წლებში ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა „ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“, 2002-2004 წლებში „მოგზაურობა სასიტყვეთში“; 1993-1998 წლებში საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი. 2000-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატები“.
ავტორი წიგნებისა: „მსგავსებითი შედარება ქართულში“ (1977), „ჰა ბურთი, ჰა მოედანი“ (2002), „მოგზაურობა სასიტყვეთში“ (2002).
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მსგავსებითი შედარება ქართულში“, დაიცვა 1978 წელს.გარდაიცვალა 2021წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
რედაქტირება- საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
- საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012)
- საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატები“, წევრი (2008-2012)
- საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირი, წევრი (1977-)
- საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1980-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თამაზ კვაჭანტირაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თამაზ კვაჭანტირაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)